27 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის "ქართული წიგნის ხელოვნება" - წიგნი II პრეზენტაცია გაიმართება.
გამოცემა ასახავს XX საუკუნის ქართული წიგნის გაფორმების, კონსტრუირებისა და სატიტულო შრიფტების შექმნის ისტორიას. მასში შესულია 60 მხატვრის ნამუშევარი: წიგნის ყდები, სატიტულო ფურცლები, სატიტულო შრიფტები და წიგნის გაფორმების სხვა ელემენტები.
"ქართული წიგნის ხელოვნების" პირველი ნაწილი 2013 წელს გამოიცა და იგი მთლიანად XX საუკუნის ქართული წიგნის სატიტულო შრიფტებს მიეძღვნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წიგნის მესამე ნაწილის გამოცემა, რომელიც წიგნის ილუსტრაციებს მიეძღვნება. ამით სამტომეულში მთლიანად იქნება ასახული
XX საუკუნის ქართული წიგნის გრაფიკის ისტორია.
იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მხატვარ-გრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი.