ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სეპარატისტებმა 600-მდე მებრძოლი დაკარგეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების განცხადებით, 17-22 იანვარს სეპარატისტებმა ასევე 14 ტანკი, 43 ჯავშან-მანქანა, "გრადისა" და "ურაგანის" საზენიტო-სარაკეტო დანადგარების 14 ერთეული, 28 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და 14 ერთეული სამხედრო ავტომობილი დაკარგეს.
გაცილებით დიდია უკრაინული მხარის მსხვერპლი. როგორც სეპარატისტები ირწმუნებიან, დონეცკში მიმდინარე შეტაკებებს 781 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 49 კი ტყვედ ჩავადრა.