ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერთ-ერთი იაპონელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. გვიან ღამით ჯიჰადისტებმა ინტერნეტში შემზარავი ვიდეომასალა გამოაქვეყნეს.
ერთ-ერთ მძევალს, კენძო გოტოს ხელში თავისი მოკლული თანამემამულის, ხარუნ იუკავას ფოტო უჭირავს. ვიდეოს იდენტურობა ოფიციალურმა ტოკიომ უკვე დაადასტურა.
იაპონიის ორი მოქალაქე ჯიჰადისტებმა გასულ კვირას დაატყვევეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 200 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.