აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა განაცხადა. ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა, რომ მარიუპოლის დასახლებული რაიონი პრორუსმა სეპარატისტებმა დაბომბეს.
"კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრაგიკული შედეგებით სრულდება, რაც დაუშვებელია. შექმნილი მდგომარეობა რუსეთ-ევროკავშირის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს,"-აღნიშნა მოგერინიმ.