შს მინისტრის ალექსანდრე ჭკაიძის გადადგომას კარგ ნაბიჯს უწოდებს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
„ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ თანამდებობა დატოვა და ამას მივესალმები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, -„ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. ის აცნობიერებს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს. მან პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა. ალექსანდრე ჭიკაიძემ აჩვენა დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი".
ივანიშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ საზოგადობაში კითხვები არსებობდა „ჭიკაიძე აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო".