ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილს მათი შეხვედრისას თანადგომას დაპირდა. ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ", - განაცხადა ივანიოშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ვაზაგაშვილი მისგან ვიცი, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს.
„მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.