,, თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ჭიკაიძის გადადგომა საკმარისი არაა და უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი.
,,ძალიან კარგია, რომ ჭიკაიძე მოხსნეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის, იური ვაზაგაშვილის წარმოუდგენლად ცინიკური აფეთქებით დასრულდა. ეს არ შეიძლება მარტო ალექსანდრე ჭიკაიძის ბრალი იყოს. მომხდარი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. თუკი სურთ შექმნილი ვითარების გამოსწორება, უნდა შეიცვალოს მართვის პრინციპი და სხვა უფრო სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი", - აცხადებს ნინო გოგუაძე.