,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძეს შს მინისტრის მოვალეობა რეალურად არსდროს შეუსრულებია და მისი მუშაობა ემსახურებოდა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის დამალვას და სტატისტიკის შელამაზებას.
,,რეალურად ჭიკაიძე არასდროს ყოფილა მინისტრი და არასდროს ასრულებდა მინისტრის ფუნქციებს. მისი მოღვაწეობა და მუშაობა ემსახურებოდა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის დამალვას და სტატისტიკის შელამაზებას. ვფიქრობთ, რომ ჭიკაიძის გადაყენება არ უშველის დღეს ქვეყანაში შექმნილ მდომარეობას, იცით რა დღეშია ეკონომიკა და ამიტომ სხვა, შესაბამისი მინისტრებიც უნდა გადააყენონ. მე არ ვფიქრობ რომ ვაზაგაშვილის მკველლობის საქმე არის ჭიკაიძის გადაყენების მიზეზი. ძალიან კარგად ვიცით რომ ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ერთ ადამიანთნ, ბიძინა ივანიშვილთან", _აცხადებს ღვინიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები