კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ შს უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მორალურადაც და პროფესიონალურდაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
,,ვაზაგაშვილების საქმის გამოძება ყველა შემთხვევაში ობიექტურად წარიმართება. მორალურადაც და პროფესიონალურდაც ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუკი არსებობს გამოძიებაში რაიმე მიმართულება, რომ ზოგიერთ მაღალჩინოსანს შესაძლოა მინისტრი, ან სხვა ხელს აფარებს შს მინისტრის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის არა მხოლოდ მორალურად გამართლებული, არამედ პროფესიონალურადაც ადეკვატური. Mმეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გეტყვით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვოლსკიმ.