გენერალ სერგო თეთრაძის საქმეზე საქალაქო სამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვლა და ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა დამნაშავედ სცნო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
საქმეში დანარჩენი 12 ბრალდებულიდან სასამრთლომ ერთ-ერთ მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლების პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი 2011 წლის 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ერთი კვირის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. აფხაზეთის ომის მონაწილე, 57 წლის გადამდგარი ოფიცერი ოთხი წლის წინ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ასაკის გამო, დაითხოვეს.
მას შემდეგ თეთრაძე, ოჯახთან ერთად, მცირე პენსიით ირჩენდა თავს და მეუღლესთან, მარინა თეთრაძესთან ერთად 15 წლის შვილს ზრდიდა.
მასალის გამოყენების პირობები