დონბასელი სეპარატისტები დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლით იმუქრებიან. საგანგებო განცხადება დონეცკში სტუდენტებთან შეხვედრისას დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ გააკეთა.
" ჩვენ შევუტევთ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მივალთ. თუ საფრთხე სხვა მხრიდანაც შეიქმნება, მის ლიკვიდაციასაც შევძლებთ,"-აღნიშნა ზახარჩენკომ. მისივე თქმით, ამ დროისათვის ამბოხებულთ რაზმები იერიშებს მაიორსკის, ავდეევკასა და ოჩერეტინოს რაიონებზე ახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები