ვაზაგაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სამართალდამცველებს ურჩევს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართონ. როგორც ადვოკატმა ,,იმედის" ეთერში განაცხადა საქმე თავისი ფორმით და შინაარსით უმძიმესია, შესაბამისად შესაძლოა, ქართველმა სამართალდამცავებმა თავი ვერ გაართვან.
,,ეს არის ურთულესი საქმე და, ვფიქრობ, სერიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ სამართალდამცავებს. ვუშვებ იმასაც, რომ მათ ჩართონ გამოძიებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე გამომძიებლები და ექსპერტები, რადგან შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებმა ვერ გართვან თავი ვინაიდან თავისი ბუნებით და შინაარსით, საქმე არის ურთულესი, უმძიმესი", _განაცხადა ჭკადუამ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები