კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი თამარ კორძაია, საგამოძიებო უწყებიდან მამა-შვილ ვაზაგაშვილების საქმეზე ინფორმაციას ითხოვს. როგორც კორძაიამ „პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეზე ხელისუფლების თითოეული შტო, აღმასრულებლი თუ საკანონმდებლო -ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ დახურულ ფორმატში მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა პერსპექტივა აქვს საქმის გამოძიებას, რა განხორციელდა, რამდენად არის შესაძლებელი გარკვეულ ვადებში გამოძიების დასრულება. ასევე იურიდიული კომიტეტის წევრებს ძალიან კარგად ესმით, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, არსებობდეს ინფორმაცია, რომლის ბოლომდე გამჟღავნებაც არ იყოს მიზანშეწონილი. პარლამენტის წევრებს ორივე საქმეზე მინიმალური ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდოს უშუალოდ პროკურატურის მხრიდან. მართლაც არაფრით არ აიხსნება ის, ფაქტი რომ თითქმის ყოველდღე ვისმენთ - ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქოს დასრულებელია. ახლა საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა მეორე საქმის გამოძიება. აქიდან გამომდინარე, ხელისუფლების თითოეული შტო, აღმასრულებელი თუ საკანონდებლო - ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე", - აცხადებს კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები