ჰილარი კლინტონის რეიტინგი იზრდება. ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვა ქვეყნის დიდ ქალაქებში Washington Post-მა და NBC-იმ ცაატარა. კითხვაზე, „მისცემდით თუ არა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში კლინტონის კანდიდატურას," დადებითი პასუხი რესპოდენტთა 50 პროცენტზე მეტმა გასცა. გამოკითხულთა ხმები თანაბრად განაწილდა რესპუბლიკელთა კანდიდატებს, მით რომნისა და ჯებ ბუშზე. მაღალი რეიტინგის მიუხედავად, ჰილარი კლინტონს საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია. ამის გაკეთებას ჯერჯერობით არც ბუში და რომნი ჩქარობენ.