ბარაქ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ბერნადეტ მიჰენმა განაცხადა. მისივე თქმით, ობამა ნეთანიაჰუს ისრაელში მოახლოვებული არჩევნების გამო არ შეხვდება, რადგანაც ამან შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს. ისრაელის პრემიერი კონგრესმა ვაშინგტონში თეთრ სახლთან შეუთანხმებლად მიიწვია, რაც ობამას ადმინისტრაციამ დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები