მოსკოვი დონეცკის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. საგანგებო განცხადება გვიან ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. რუსული მხარე 22 იანვრის დილას ტროლეიბუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქებისა და მშვიდობიანი მცხოვრებლების დაღუპვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. მომხდარტან დაკავშირებით განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმაც გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, დონეცკის ტერაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები