დღეს, 23 იანვარს, რუსეთის დუმა ოკუპირებული აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს
ოკუპირებულ აფხაზეთთან ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმამ, შეასძლოა, დღეს მოახდინოს.
ამის შესახებ დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამოძმეებთან კავშირის საკითხებში პროფილური კომიეტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
,, მიმდინარე წლის პირველივე სხდომაზე, 22 იანვარს ჩვენი კომიტეტი ხელშეკრულებას განიხილავს და 23 იანვარს პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარუდგენს." - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ხსენებულ ხელშეკრულებას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ,,არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ."