.სამართალდამცავებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპის რაონის სოფელ კავთისხევში 1968 წელს დაბადებული რიმა გ. დააკავეს
რიმა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).