"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ხელისუფლება არასწორი და უგუნური პოლიტიკაა.
"სამწუხაროდ, ლარის გაუფასურების მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი, უგუნური პოლიტიკა. ის, რომ პრობლემები არსებობს ეკონომიკაში, ეს უკვე ნათლად ჩანს. ის, რომ ეკონომიკაში რთული პრობლემები გვაქვს დაადასტურა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმაც, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა. ექსპორტი 20%-ით დაეცა,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენეთ, რომ ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 იანვრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 1.9847 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.3076 ლარი. შესაბამისად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0308 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0471 პუნქტით გაუფასურდა.
22 იანვრის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 1.9539 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.2605 ლარი ღირდა.