ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ის რაც იური ვაზაგაშვილის მიმართ განხორცელდა ტერორისტული აქტი იყო.
მისივე განმარტებით, იური ვაზაგაშვილი იყო სამაგალითო ადამიანი.
„გარდაიცვალა სამაგალითო ადამიანი, სამაგალითო მამა, სამაგალითო მეგობარი და სამაგალითო მებრძოლი.ჩემი აზრით, ეს იყო ტერორისტული აქტი. ამის მერე, კვლევები და გამოძიებები შესაბამისი ორგანოების ხელშია და გნებავთ, პოლიტიკური, ადამიანური, თუ საზოგადოებრივივი პასუხისმგებლობები", _განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელიც ,,ჯაზუში" იმყოფებოდა და ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა.