კატალონიურმა ბარსელონამ ესპანეთის თასის ¼ ფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა. შეხვედრა „კამპ ნოუზე" მინიმალური ანგარიშით დასრულდა. ერთადერთი ბურთი მატჩის 85-წ წუთზე კატალონიელთა ლიდერმა გაიტანა. ლიონელ მესის პენალტი იან ობლაკმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბურთთან პირველი ისევ მესი აღმოჩნდა. განმეორებითი შეხვედრა მადრიდში 28 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები