ირანის უმაღლესმა ლიდერმა ამერიკელ და ევროპელ ახალგაზრდებს მიმართა. აიათოლა ალი ჰამენეი ღია წერილში დასავლეთს ისლამოფობიის პროპაგანდაში ადანაშაულებს და მოუწოდებს დასავლელ ახალგაზრდობას, დეზინფორმაციის კამპანიას არ წამოეგონ. მისივე თქმით, ისლამზე ინფორმაცია ახალგაზრდებმა არა ხელისუფლებისგან, არამედ ყურანიდან უნდა მიიღონ, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ღია წერილით ჰამენეი პარიზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მასალის გამოყენების პირობები