ბერლინში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი დიპლომატები იღებდნენ. ისინი დონბასში სადემარკაციო ხაზის შექმნაზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების პოზიციებს შორის შორის ბუფერული ზონა მოეწყობა. საკონტაქტო ჯგუფი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის სადემარკაციო ხაზის გარეთ გაყვანისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები