საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები. ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების სიტუაციაზე რეგიონსა და საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების" გაფორმების საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები