საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "Standard & Poor's"-მა საქართველოს გძრელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, "B" კატეგორიიდან გააუმჯობესა და "B+"-მდე გაუზარდა. მოკლევადიანი საკრედიტო რეტინგი კი, B დონეზე შენარჩუნდა. ინფრომაცია ამის შესახებ "Standard & Poor's"-ის ვებ-გვერდზეა გამოქვყნებული.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, რეიტინგის ზრდა იმან განაპირობა, რომ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა და ზრდის პერსპექტივები გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა B კატეგორიის რეიტინგში მყოფი ქვეყნებისა.
~ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობის მიზანი საბაზრო რეფორმის განხორციელებისა. მოკლევადიანი პერსპექტივაში ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს~, - განაცხადა "Standard & Poor's"-ის საკრედიტო ანალიტიკოსმა ტრევორ კულინანმა.