წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11457 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2861 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8596 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5735 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები