Libyan Airlines-ი ევროპაში რეისებს Vista Georgia-სგან ნაქირავები Airbus A320-ით შეასრულებს. Vista Georgia ქართულ ბაზარზე flyvista-ს ბრენდით ოპერიორებდა, თუმცა კომპანიამ ფრენები გარკვეული პრობლემების გამო შეაჩერა.
როგორც ცნობილია, Libyan Airlines-ს ევროპის მიმართულებით ფრენები შესყვეტილი ქონდა, ამის მიზეზი კი ქვეყანაში შექმნილი არეულობა იყო.
Libyan Airlines-ის ინფორმაციით, კომპანია 24 იანვრიდან ევროპის, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მიმართულებით ისევ დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას. ფრენები კვირაში ერთჯერ შესრულდება. თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი ევროპის მიმართულებით სიხშირეების დამატებას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ Vista Georgia არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 2010 წლიდან. 2014 წლის ზაფხულიდან კი flyvista მომხმარებლებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში სთავაზობდა ფრენებს, თუმცა წლის ბოლოს კომპანიამ ფრენები შეაჩერა და განაცხადა, რომ ბაზარს 2015 წლიდან დაუბრუნდებოდა.