საგანგებო სიტუაციების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ცენტრალიზებული გახდა. შესაბამისად სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სამსახური", რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში რჩება.
გარდა ამისა, მერიის დაქვემდებარებაში რჩება სასწრაფო სამედიცინო სამსახური.