იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთო.
მისი თქმით ამ დრომდე დგინდება ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა.
საგამოძიებო მოქმედებები კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გვიანობადე გაგრძელდა.
უკვე დაკითხნენ მესაფლავეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.