არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)", „იდენტობა" და „ლიბერალური აკადემია - თბილისი" ღრმა მწუხარებას გამოვთქვამენ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე.
არასამთვრობოებს მიაჩნიათ, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.
არასამთვრობო სექტორი იმედს გამოვთქვამენ, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები უსამძიმრებენ დაღუპული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
იური ვაზაგაშვილი გუშინ, 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.