იური ვაზაგაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში ღამის 23:00 საათისთვის გადაასვენეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზე მას შემდეგ გადაასვენეს, რაც კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.
მასალის გამოყენების პირობები