საწარმოთა მართვის სააგენტო მის დაქვემდებარებაში არსებულ 506 საწარმოს შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
კონტროლის პალატამ საწარმოთა მართვის სააგნეტოს აუდიტის შედეგად მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა, კერძოდ, გასული წლის 2 ნოემბრის მონაცემებით, სააგნეტოსთვის მის დაქვემდებარებაში მყოფ 1 426 საწარმოდან 2008 წლის ფინანსური ანგარიში 506 საწარმოს არ წარუდგენია. ამასთან, სააგენტოს არც აღნიშნული და არც სხვა არამომგებიანი საელწიფო კომპანიების მიმართ არანაირი შესაბამისი ღონისძიებები არ განუხორციელებია.
~არ არის აღრიცხული რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო საწარმოები. შესაბამისი კონტროლი არ ხორციელდება დივიდენდების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე; საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ არასათანადოდ ხორციელდებოდა საწარმოთა მართვის ბიზნეს-გეგმების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი~, - ნათქვამია დასკვნაში.
კონტოლის პალატაში მიიჩნევენ, სააგენტომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროები და მხოლოდ აღნიშნული პროფილის საწარმოები უნდა დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში, დანარჩენი კი - პრივატიზებას დაექვემდებაროს.