აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პარალელურად მოსკოვსა და კიევს შორის საგაზო ომიც გრძელდება. ცოტა ხვის წინ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ უკრაინა აპრილიდან ბუნებრივ აირს ფასდაკლებით ვეღარ მიიღებს. პრემიერ მედვედევთან შეხვედრისას მილერმა აღნიშნა, რომ ზამთრის პაკეტი, რომელიც ათას კუბამეტრ გაზზე 100 დოლარიან ფასდაკლებას ითვალისწინებდა, მარტში ამოიწურება. ამის შემდეგ კიევი რუსულ გაზში ნაცვლად 378-სა, 478 დოლარს გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები