კომპანია Samsung Electronics-ი BlackBerry-ის შეძენით დაინტერესებული არ არის, თუმცაღა მოლაპარაკებებს აწარმოებს მისი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. Samsung-ში აცხადებენ, რომ კომპანია BlackBerry-თან პარტნიორობის გაღრმავებით დაინტერესებულია, თუმცა მის შეძენას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Samsung-სა და BlackBerry-ს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებული იყო და სულ მალე Samsung-ი BlackBerry-ს 7,5 მლრდ დოლარად დაეპატრონებოდა.