"როსკომნადზორმა" რელიგიური კარიკატურების გამოქვეყნების გამო პირველი გაფრთხილება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "რესპუბლიკას" მისცა. ამის მიზეზი პორტალზე "შარლი ებდოს" გარეკანის ფოტოს გამოტანა გახდა, რომელზეც მუჰამედ წინასწარმეტყველის შარჟია გამოსახული. უწყების განმარტებით, მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნება რასობრივი ეროვნული, სოციალური და რელიგიური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც რუსული კანონმდებლობით მკაცრად იკრძალება. კარიკატურების ხელმეორედ დაბეჭდვის შემთხვევაში პორტალს შესაძლოა ლიცენზია გაუუქმონ.
მასალის გამოყენების პირობები