სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე კვლევას ახორციელებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის მიზნით საველე სამუშაოები უკვე ხორციელდება. კვლევა მიმდინარე წლის აპრილში ინფლაციის დონეს გამოავლენს. შედეგი 5 მაისს გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველო, 16 აპრილიდან, სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის კითხვარების ელექრტონული ვერსიის შექმნას დაიწყებს.
ამასთან, ~საქსტატი~ უკვე ახორციელებს მიმდინარე წლის პირველ კვარტლში არასამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის კვლევას. კვლევის შედეგი 18 ივნისს გამოქვეყნდება.