იაპონია გეგმავს მთვარე გამოიყენეს ელექტროენერგიის წარმოების ადგილად, რომელიც თავის მხრივ მზის ენერგიისგან იქნება ნაწარმოები. პროექტის თანახმად, იაპონელი მეცნიერები მთვარეზე საწარმოს აგებას 2035 წლამდე გეგმავენ.
საწარმოს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგის შემდგომ გამოგზავნილი იქნება დედამიწაზე. როგორც კომპანია Shimizu-ში აცხადებენ, საწარმო მთვარეზე ბეჭედივით შემოერტყმება და მუდმივად მოახერხებს მზის ენერგიის შეგროვებას.
სამომავლო პროექტს სახელიც უკვე შერჩეული აქვს: "მთვარის ბეჭედი".