დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ე. წ. ,,ისლამისტური სახელმწიფოს" შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყში 400-ს ნაცვლად 100 სამხედრო პირს გაგზავნის.
ასეთი გადაწყვეტილება ინგლისის მთავრობამ ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნების წინ მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
ამის შესახებ გაზეთ ,, The Times"- ის ინტერნეტ-ვერსია იუწყება.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი აცხადებდა, რომ ერაყსა და ერაყის ქურთისტანში 400 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნიდა.
,,თუმცა, ახლა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ 100 ჯარისკაცი გააგზავნოს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მაისში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ მოსალოდნელი ტერაქტები აიცილოს თავიდან." - ნათქვამია გამოცემის ფურცლებზე.
The Times"-ის ცნობით, ამჟამად ბაღდადსა და ერბილში (ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი) 30 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორი იმყოფება.