გროზნოში ისლამოფობიის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მილიონამდე ადამიანმა მიიღო. გრანდიოზული საპროტესტო აქცია ჩეჩნეთის დედაქალაქში ხელისუფლების ინიციოატივით გაიმართა. მიტინგში მონაწილეობას მუსლიმი სასულიერო პირებიც იღებდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით ჩეჩნეთის პრეზიდენტმაც მიმართა. რამზან კადიროვმა მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ისლამის დაცინვის უფლებას არავის მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები