ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სოხუმის რაიონის სოფელ კამანში წმინდა ვასილისკის წყაროზე წყლისკურთხევის ცერემონიალს ასობით მორწმუნე დაესწრო. მათ შორის არამარტო აფხაზები, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მართლმადიდებლური ეთნოსის სხვა წარმომადგენლები და რუსეთიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ.
წყლისკურთხევის ცერემონიალი კამანში 19 იანვრის დამდეგს, ღამით გაიმართა.
,,წმინდა ვასილისკის წყაროს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით მომლოცველი სტუმრობს. განსაკუთრებით დიდია მათი რიცხვი ნათლისღების დღეს.
დღეს აქ არამარტო ადგილობრივი მცხოვრებლები, მორწმუნეები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდანაც გვეწვივნენ.." - განაცხადა წყლისკურთხევაში მონაწილე აფხაზმა ღვთისმსახურმა, კამანის წმინდა ვასილისკის ეკლესიის მოძღვარმა და იღუმენმა მამა ეგნატემ (კიუტი).
მან აღნიშნა ასევე, რომ კამანში სასწაულმოქმედი წყაროს წარმოშობა წამებული წმინდა ვასილისკის, იოანე ოქროპირისა და იოანე ნათლისმცემლის სახელს უკავშირდება.