თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტეს, ბავშვის დაღუპვის მიზეზი მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმა გახდა. მიუხედავად დროულად დაწყებული მკურნალობისა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შესძლეს.
ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გორის კლინიკიდან გადმოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ამ წელს საქართველოში მენინგოკოკცემიის სულ 6 შემთხვევა დაფიქსირდა.