იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, დასავლეთმა მოსკოვს შესაძლოა სანქციები უკიდურესად გაუმკაცროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიშარდ ჩერნეცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვები შესაძლოა რუბლის კონვერტაციას შეეხოს. "SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გარიცხვის შეთავაზება რუსული მხარის მიერ მტკივნეულად იქნა აღქმული, რადგანაც ეს რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება. არსებობს ასეთი ანდაზა: ატომური იარაღის პრივილეგია არის არამხოლოდ ის, რომ მისი გამოყენებაა შესაძლებელი, არამედ ისიც, რომ მისით მუქარა შეიძლება. კონვერტაციის შეზღუდვა კი სწორედ ასეთი იარაღია. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ამ იარაღის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგვიძლია,"-აღნიშნა ჩერნეცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები