ბრიტნის სპირსის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ავღანეთში მოკლეს. ამის შესახებ New York Daily News იტყობინება. 44 წლის პილოტი ჯონ სანდალი თალიბებმა ქაბულთან ჩამოაგდეს. დაღუპულის ცხედარი სამშობლოში გასულ კვირას გადაასვენეს და ლოს ანჟელესში დაკრძალეს. ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა და უძრავი ქონების აგენტმა ერთმანეთი ალკოჰოლისტების დახმარების კურსზე გაიცნეს. როგორც ბრიტნი აცხადებდა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში მას ჯონი დაეხმარა.
მასალის გამოყენების პირობები