კიევმა მოსკოვის შეთავაზება არ მიიღო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, პუტინმა პოროშენკოს დონბასიდან მძიმე შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდა, რაზეც უკრაინელი კოლეგისგან უარი მიიღო.
"სამწუხაროდ, უკრაინულმა მხარემ შეთავაზებულ გეგმაზე უარი თქვა და არც ალტერნატიული გეგმა შემოუთავაზებია. ამის სანაცვლოდ მათ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს,"-აღნიშნა პესკოვმა.