გერმანულმა ორგანიზაცია "პეგიდამ" დრეზდენში დაგეგმილი ანტიისლამისტური მარში გადადო. ამის მიზეზი ტერორისტული საფრთხე გახდა, რომლის შესახებაც ორგანიზაციის ლიდერებს პოლიციამ აცნობა. "პეგიდა" ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ აქციებს დრეზდენში ყოველ ორშაბათს მართავს. პარიზის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დრეზდენში ჟურნალ "შარლი ებდოსთვის" სოლიდარობის გამოსაცხადებლად 25 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
მასალის გამოყენების პირობები