ბელგია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ანტიტერორისტული რეიდების შემდეგ ბრიუსელსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც პატრულირებენ. ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი. 5 მათგანს ბრალდება უკვე წაუყენეს. მასშტაბური სპეცოპერაციები ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გუშინ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები