სომხეთის პრეზიდენტმა თურქი კოლეგის მიწვევა არ მიიღო. რეჯეფ ტაიპ ერდოგანი სერჟ სარქისიანს გალიპოლის ბრძოლის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იწვევდა, ამის საპასუხოდ კი სომხეთის ლიდერმა თურქ კოლეგას სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა. "იმ მიწვევების პარალელურად, რომელსაც მთელ მსოფლიოს უგზავნით, მოგიწოდებთ, არც სომხების გენოციდის აღიარება დაგავიწყდეთ, რომელმაც მილიონნახევარზე მეტი ეთნიკური სომეხი იმსხვერპლა,"-ნათქვამია სარგისიანის საპასუხო წერილში.
მასალის გამოყენების პირობები