ხვალ, 13 აპრილს, სასტუმრო"ვერე-პალასში" წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი ექსპერტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილება სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზის მოწვევის ტექნიკური მხარეები და მიღებული იქნება სპეციალური მიმართვა ქართველი ერისადმი.
სახალხო კრება 2010 წლის 27 იანვარს დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის არიან ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა, ელიზბარ ჯაველიძე და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.