ხვალ, 13 აპრილს, დამსახურებულ მხატვარსა და ჭედური ხელოვნების წარმომადგენელს, კობა გურულს დაკრძალავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული ემიგრაციის მუზეუმიდან აცნობეს.
დამსახურებული მხატვარი და ჭედური ხელოვნების წარმომადგენელი კობა გურული ავადმყოფობის შედეგად, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კობა გურულს 60-იანი წლებიდან არაერთი საერთაშორისო გამოფენა ჰქონდა მოწყობილი. მისი ნამუშევრები ქართული ემიგრაციის მუზეუმშიც ინახება.
კობა გურული იყო ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.