უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სამსახურის უფროსმა ანდრეი ლისენკომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სეპარატისტთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა შენაერთებმა დონეცკის აეროპორტი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. აეროპორტის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების გასვლის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით დონეცკელ სეპარატისტთა წარმომადგენელმა დენის პუშილინმა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები